Wednesday, July 6, 2011

ზოგადი აღწერა
   
ბალბა
(Malva),  ერთ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარია. ეკუთვნის ბალბისებრთა ოჯახს. გვარში 40 - მდე სახეობა შედის.
     ღერო სწორი, გართხმული ან წამოწეულია, სიგრძით ერთ მეტრამდე, ფოთლები მომრგვალო-თირკმლისებრი, ოდნავ დანაკვთული, იშვიათად თათისებრ განკვეთილი . ყვავილები თეთრი ან მოვარდისფრო-იისფერი . ყვავილები გვხვდება მარტოულად ან კონებისებრ შეკრული ფორმით.

გავრცელება
     
ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, იშვიათად სუბტროპიკულ სარტყლებში.
      
საქართველოში იზრდება 5 სახეობა:
 - Malva silvestris - საქართველოს ყველა რაიონშია გავრცელებული
 - Malva neglecta - ც საქართველოს ყველა რაიონშია გავრცელებული
 
- Malva erecta - მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული
 - Malva ambigua -  მხოლოდ დასავლეთ საქართველოში გვხვდება
 - Malva pusilla - გავცელებულია აფხაზეთსა და ბორჯომში

ყველა სახეობა, ძირითადად, მთის ქვედა და შუა სარტყლის ზონაში გვხვდება.
ეტანება ბუჩქნარებსა და გზის პირებს, უყვარს დანაგვიანებული ადგილები, ამიტომ მათი ბუნებაში შეგროვება არ შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში ჯობს გაშენდეს პლანტაცია.
 
შემადგენლობა
მასალები ვერ მოვიპოვეთ.

გამოყენება
1. არსებობს ემპირიული მონაცემები ერთ - ერთი სახეობისMalva silvestris ბალბის სახეობის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ.
2. ამავე სახეობას იყენებენ მხალად.


ლიტერატურა:
1.ქსე

  

  
 
ნიმუშებში გვხვდება ნაყოფები და თესლები. ნაყოფი წარმოადგენს ზურგზე მომრგვალებულ და გვერდებზე ჩაჭყლეტილ, გაუხსნელ სეგმენტისებურ თესლურას. ნაყოფის გარსი თხელია, აპკიანი, ბორცვიან-დანაოჭებულია - ამოზნექილ ბრტყელღარიან გვერდზე, და სუსტად რადიალურად ორიენტირებული ნაოჭებითაა სიბრტყეებზე. თესლები მორგვალებულად თირკმლისებურია, გვერდებიდან ჩაჭყლეტილია. სათესლე ნაწიბური მდებარეობს ღიად შეფერილი ამოღრმავებასთან, უფრო მეტად წაწვეტებულ ბოლოსთან. თესლების ზედაპირი წვრილ ბორცვიანია, შუაში თითქმის დაღარულია. თესლების შეფერილობა მონაცრისფრო ყავისფერიდან წაბლისფერ შავამდე მერყეობს. თესლების ზომა 1,8-2,0 მმ სიგრძეში, 1,6-1,9 მმ სიგანეში, და 1,0 მმ სისქეში. აბსოლუტური წონა შეადგენს 1,2-1,9 გრ.